02/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ განუცხადა.
არჩევნებში მონაწილეების თქმით, გოჩა სვანიძეს მხარი 35 წევრმა დაუჭირა, ზედგინიძეს კი – 32-მა.
გოჩა სვანიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას გია ნიჟარაძე იკავებდა.