05/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბიზნეს ლიტერატურა რომელიც დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში

როგორ მივიღოთ საბაზისო განათლება ფინანსების სფეროში

თუ თქვენ ემზადებით ფინანსურ სფეროში პირველი, დაწყებითი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია განსაზღვრულ ცოდნას ფლობდეთ. თუმცა ბიზნესი ისე სფეროა, ცოდნა პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა მონახოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, დამატებით არაფერი ისწავლოთ. პირიქით, ეს აღმოჩენილი ცოდნა, მუდმივად უნდა განავითაროთ და გააღრმავოთ.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, დამწყები ბიზნესმენებისათვის რეკომენდირებულ ბიზნეს ლიტერატურას:

1. “The Essays of Warren Buffett” – უორენ ბაფეტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში, ამასთანავე მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი პიროვნება. წიგნი გვიაზიარებს მის პრინციპებს და მეთოდებს. მისი ფასია 27.14 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

2. “The Art of War” – დაწერილია ჩინელი გენერლის, სამხედრო სტრატეგისა და ფილოსოფოს სან ცუს მიერ. “The Art of War” მიჩნეულია, ყველაზე სტრატეგიულ წიგნად ლიტერატურის ისტორიაში. მისი ფასია 3.99 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

3. “Rich Dad, Poor Dad” – “ყველაზე კითხვადი” წიგნი ბიზნეს სფეროში. დაწერილია რობერტ კიოსაკის მიერ, რომელიც მამამ გაზარდა, მისცა უმაღლესი გაანთლება, თუმცა ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. რობერტმა თავად მიაღწია ყველაფერს და გახდა მილიონერი, ცხოვრებაში მიღებული გამოცდილება გახდა მისი წიგნის საფუძველი. მისი ფასია 5.99 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

4. “The Big Short: Inside the Doomsday Machine” – Michael Lewis-ის დოკუმენტური ისტორია 2008 წლის საბაზრო კატასტროფაზე. მისი ფასია 9.03 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

5. “Freakonomics” – ეს არის სტეფან დაბნერის მეირ შექმნილი ბრენდი, რომლის პროექტი ამ წიგნიდან დაიწყო. ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: “რატომ ცხორვობენ ნარკო დილერები დედებთან?”, “რა საერთოა სკოლის მასწავლებელსა და სუმოისტს შორის?” წიგნის ფასია 9.95 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

6. “Too Big to Fail” – მათთვის ვინც, ბიზნეს სფეროში გეგმავს წასვლას, აუცილებელია ამ წიგნის ცოდნა. წიგნის მთავარი არსია: “Those who cannot remember the past are condemned to repeat it.” მისი ფასია 11.90 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

7. “Venture Deals” – ბრედ ფელდისა და ჯეიკობ მენდელსონის ბიზნეს ისტორია, ნამდვილად გამოადგება დამწყებ ბიზნესმენს ახალი საქმის კონსტრუქციისთვის. წიგნის ფასია 27.04 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

8. “The Hard Thing About Hard Things: Building a Business When There Are No Easy Answers” – Ben Horowitz-ი სილიკონ ვოლის ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტატორი, გვასწავლის როგორ დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან. წიგნის ფასია 16.61 დოლარი და ხელმისაწვდომია ამაზონზე.

წყარო