05/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ცოლიკაური” ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა

ნიკოლაძეების მარნის ცოლიკაური ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა. “ქარვისფერ-მოთეთრო ღვინო, ისევე, როგორც სხვა ტრადიციული ქართული ღვინოები, ქვევრშია დამზადებული. ღვინო ეგზოტიკური არომატით, ენერგიით გავსებთ”, – ახასიათებს გამოცემა 2013 წელს იმერეთში ჩამოსხმულ ღვინოს.

ღვინო ნიკოლაძეების მარანს ეკუთვნის და ის სოფელ ნახშირღელეშია მოყვანილი. გამოცემის რეიტინგში ქართული ღვინო, კარლა კაბალტომ დაასახელა – ცნობილმა მოგზაურმა, რომელმაც  საქართველო გასულ თვეს მოინახულა.