08/05/2024
Latest:
მსოფლიო

ექსპერტები საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარებას პროგნოზირებენ

ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების აწევიდან 6 კვირის შემდეგ, დოლარის გამყარებამ სავალუტო კალათის ძირითადი მოთამაშეების მიმართ 1 %-ს გადააჭარბა. ტრეიდერები დიდი ინტერესით ელიან ამერიკის მთავარი ბანკის იანვრის კარსმომდგარ შეხვედრას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრაზე ბანკი საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებს და აწევის გადაწყვეტილებას მარტის შეხვედრამდე არ მიიღებს. ამ ფონზე გუშინ დოლარმა სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ მერყევი ტრენდი განავითარა.   დღის განმავლობაში მის გამყარებას ხელი შეუწყო შტატებიდან გამოსულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა. კერძოდ, უძრავი ქონების სექტორის გამოცოცხლებამ. ირკვევა, რომ  ახალაშენებული სახლების რეალიზაცია გასულ წელს 14,5%-ით გაიზარდა და 2007 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

ამ ფონზე ბლუმბერგის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დოლარი წლის განმავლობაში ევროსთან გაძლიერდება და წყვილს შორის პარიტეტი დამკვიდრდება, იენა დოლარის წყვილში ვაჭრობა კი 130 ნიშნულამდე აიწევს.

ევროპის 19 ქვეყნის ნაციონალური ვალუტა, რომ სავარაუდოდ დასუსტებას ვერ გაექცევა ამას შტატებიდან გამოსული პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გარდა  ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის განცხადებაც მოწმობს, რომელმაც პირველი კვარტლის ბოლოსთვის, მონეტარული პოლიტიკის ცვლილება და შარშან დაწყებული მასობრივი სტიმულაციის პროგრამის გაგრძელება დააანონსა.

ზუსტად ერთი წლის წინ ევროპის მთავარმა ბანკმა დეფლაციასთან საბრძოლველად და ევროპის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფულის ბეჭდვის მასიური კამპანია წამოიწყო.

ერთი წლის თავზე ევროპაში ინფლაციის მაჩვენებელი 0,2%-ს შეადგენს, რაც სამიზნე 2%-იან ნიშნულს საკმაოდ ჩამორჩება.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, ინფლაციის სასურველ მაჩვენებლამდე მიღწევას ხელს უშლის ენერგო რესურსებზე ფასის ვარდნა. ევროპის ნაციონალური ვალუტა, რომელიც შარშან მასიური სტიმულაციის პაკეტის ამოქმედების შედეგად დოლართან მიმართებაში 10 %-ით გაუფასურდა, 2016 წლის მხოლოდ იანვრის თვეში 0,11%-ით გამყარდა. თუმცა სტიმულაციის პაკეტის გაფართოებით მისი კვლავ დასუსტება გარდაუვალი იქნება.

 

ჩინეთი და იაპონია

ჩინეთის ეკონომიკური პრობლემების ფონზე ქვეყანაში ინდუსტრიული სექტორის მოგება 2012 წლის შემდეგ რეკორდული 4,7%-იანი მაჩვენებლით დაეცა. ამ ფონზე იუანი პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა ჩინური ინდექსები უფასურდება. შანხაის შედგენილი ინდექსი თითქმის 2%-ით გაუფასურდა. ექსპერტების განმარტებით, ინდუსტრიულ სექტორს პრობლემები მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ შეუქმნა, რაც აისახა კიდეც გაყიდვების ტემპში. რეპორტის მიხედვით, ყველაზე მეტად  მოთხოვნამ იკლო ისეთ ინდუსტრიებში როგორიც არის მეტალი, ფოლადი, სასარგებლო წიაღისეული. ან უკანასკნელიდან ნავთობისა და ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კლებამ  გასულ წელთან შედარებით 75%, ქვანახშირის კუთხით კი 65% შეადგინა.

 

კვირა საკმაოდ სასიამოვნო სიახლით დასრულდა იაპონური იენასთვის. Google-ი იუწყება, რომ მის საძიებო სისტემაში პირველად 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ – სუსტი იენა ძლიერი იენით შეიცვალა. ეს ის თვეა, როდესაც იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მასიური სტიმულაციის პროგრამა დაიწყო. მას შემდეგ წელს პირველად იენამ მოახერხა სავალუტო წყვილებთან მიმართებაში 1,7%-ით გამყარება, რამაც Google-ში მაძიებლების მხრიდან იენასადმი დამოკიდებულებაც შეცვალა. მიუხედავად ამ პოზიტივისა ბლუმბერგის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი ფულის ბეჭდვის მეორე მასშტაბურ ეტაპს წლის განმავლობაში დაიწყებს, რაც სავარაუდოდ იენას დასუსტებას გამოიწვევს.

ნავთობი

სამკვირიანი მასობრივი გაუფასურების შემდეგ გასული კვირის დასაწყისში ნავთობის ფასმა ერთბაშად 10%-იანი მატებით, ბარელზე 30 დოლარიანი მაჩვენებელი დაიბრუნა. ექსპერტები ნავთობის ფასის მატებას ევროპისა და იაპონიის ცენტრალური ბანკების მიერ სტიმლუაციის პაკეტის გაფართოების გადაწყვეტილებით ხსნიან.

უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამ სერიოზული ნახტომისა, ნავთობის ფასი წლის დასაწყისში არსებულ ნიშნულთან შედარებით მაინც 15 %-ით ნაკლებია, 75%-ით ნაკლები კი ბოლო 2 წლის ფასთან შედარებით, როცა ბარელზე ნავთობის ღირებულება 115 დოლარს შეადგენდა.

ნავთობის ფასის მატება საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. კვირის განმავლობაში როგორც ბრენტის ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება 3%-იანი კლებით 30 დოლარს ჩამოსცდა. ამჯერად ფასის კლებაზე გავლება ერაყის მიერ წარმოების რეკორდული მაჩვენებლების გამოქვეყნებამ მოახდინა. ამასთან, ერაყის ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ წლის განმავლობაში პროდუქციის მიწოდების კიდევ უფრო ზრდით დღეში 4 მილიონი ბარელის წარმოებას გეგმავენ.

Admiral markets Georgia

 

[wpolling id=”11″ width=”” height=””]