02/05/2024
Latest:
მსოფლიო

მსოფლიოს 10 კომპანია, რომელთა შემოსავალიც განვითარებული ქვეყნების მშპ-ს აღემატება

ქართული Forbes-ის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში მსოფლიოს ათი უმსხვილესი კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 3 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 118 მილიარდი დოლარი. ამავე დროს, მათ ჯამში დასაქმებული ჰყავთ შვიდ მილიონამდე ადამიანი. მათი შემოსავალი იმდენად მაღალია, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსაც კი აჭარბებს. თუ აღნიშნულ კომპანიებს ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის რეიტინგში შევიტანთ, ათივე კომპანია ტოპ-50-ში მოხვდება.

უფრო დეტალურად კი, ყველაზე მაღალშემოსავლიან კომპანიებს შორის მეათე ადგილს კომპანია BP იკავებს, რომლის წლიური შემოსავალი 223 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქმიანობის სფერო არის ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრასპორტირება და მიწოდება. ბოლო მონაცემებით კი, ჯამში 80 ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. თუმცა მიუხედავად მაღალი შემოსავლისა, გასულ წელს კომპანიამ 6 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა და სწორედ ამიტომ მოხვდა სიის მეათე ადგილას, მას კი Apple მოჰყვება 234 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით, ხოლო მოგებას-53,4 მილიარდი დოლარია, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი. მერვე პოზიციაზეა Toyota იაპონური კომპანია, რომელიც წელიწადში დაახლოებით ათ მილიონ ავტომობილს აწარმოებს, 19 მილიარდი დოლარის მოგებასაც იღებს. თუმცა რაც შეეხება წლიურ შემოსავალს 237 მილიარდია, დასაქმებულ ადამიანთა ოდენობა კი 349 ათასი. სიაში ასევე ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Volkswagen მოხვდა, თუმცა გასულ წელს 9 მილიონი ავტომობილი აწარმოა, შესაბამისად მცირედით ჩამორჩა ტოიოტას და მეშვიდე ადგილი დაიკავა. გერმანიის ყველაზე მაღალშემოსავლიან კომპანიას ჯამში 100 ქარხანა აქვს, რომლებიც 27 ქვეყანაშია განთავსებული. მისი წლიური შემოსავალი კი 237 მილიარდი დოლარია. მეექვსე პოზიციას იკავებს შედარებით ახალი კომპანია Exxon Mobile, რომლის შემოსავალმაც 246 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მას დღესდღეობით დასაქმებული ჰყავს 76 ათასამდე ადამიანი, მოგება კი 16 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე აღწევს. თუმცა ნავთობის ფასის შემცირების გამო, მისი მოგება 50%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების ტოპ-ხუთეულს: მეხუთე ადგილზეა ინგლისურ-ჰოლანდიური კომპანია “შელი” – 272 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით. მას მოჰყვება “სინოპეკ ჯგუფი” და ჩინური კომპანია „პეტროჩაინა“ 294 და 299 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით, რაც შეეხება შემოსავლების სიდიდის მიხედვით მსოფლიოში მეორე კომპანიას -“სტეიტ გრიდი” სახელდება, ხოლო ლიდერი კომპანია ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი WallMart 482 ამერიკული დოლარის წლიური შემოსავლით, რომელიც ბოლო სამი წელია პირველობას არ თმობს.

წყარო: ბიზნესკოტრაქტი