სხვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 – დღე მეორე

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ისევ ორ სესიად ტარდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-მდე გამოსაცდელი.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
 
ფოტო: naec.ge  გამოცდების ეროვნული ცენტრი

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით.

ერთიანი ეროვნული  გამოცდები 2024  გუში, 3 ივლისს დაიწყო. პირველ დღეს განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

კომენტარის დატოვება