17/05/2024
Latest:
სხვა

კლიმატი და კონფლიქტი გლობალური სასურსათო კრიზისის წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორებია – სადაც ომები მძვინვარებს, შიმშილი ბატონობს – ანატონიო გუტერეში

კლიმატი და კონფლიქტი გლობალური სასურსათო კრიზისის წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორებია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„კლიმატი და კონფლიქტი ჩვენი გლობალური სასურსათო კრიზისის ორი წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორია. სადაც ომები მძვინვარებს, შიმშილი ბატონობს – იქნება ეს ხალხის გადაადგილების, სოფლის მეურნეობის განადგურების, ინფრასტრუქტურის დაზიანების, თუ შეზღუდვის მიზანმიმართული პოლიტიკის გამო“, – აღნიშნა  ანატონიო გუტერეშმა.

ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სურსათის დეფიციტისა და ტემპერატურის მატების გავლენა განიხილოს.

 

კომენტარის დატოვება