05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

Fitch-ი საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედ ფაქტორებს ასახელებს

Fitch Ratings-ი საქართველოს ეკონომიკის შეფასებას 30 სექტემბერს წარადგენს.

GBC -სთვის ცნობილი გახდა  პროგნოზები, რომელიც გავლენიან სააგენტოს საქართველოს მიმართ გააჩნია.

აღმოსავლეთ ევროპაში Fitch-ის დირექტორის რიჩარდ გრივენსონის განცხადებით, რეიტინგზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორი უცხოური ვალუტის რეზერვებზე ზეწოლაა. გრივენსონი განმარტავს, რომ შიგა და რეგიონული პოლიტიკური კლიმატი გავლენას ახდენს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რეგიონულ ზრდასა და სტაბილურობაზე.

რეიტინგის განსაზღვრაში მონაწილე დადებით ფაქტორებს შორის Fitch-ის ტოპ-მენეჯერი  დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებისკენ მიმართულ ტრენდს ასახელებს. თუმცა აღნიშნავს, რომ  დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი მონეტარული პოლიტიკის  ეფექტიანობას უშლის ხელს და  ბანკებს საგარეო შოკების მიმართ დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.

საქართველოს ძირითად სისუსტედ Fitch-ი საგარეო ფინანსებს ასახელებს, თუმცა ტრენდს სტაბილურად მიიჩნევს.

GBC-სთან საუბრისას გრივენსონმა რუსეთიდან მომავალ პოლიტიკური რისკების შემცირებაზეც აღნიშნა, რომელიც ფარული სახით მაინც ნარჩუნდება.

რაც შეეება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, Fitch -ი ელის, რომ საქართველოს მთავრობის ვალი მიმდინარე წლის ბოლოს მშპ-სთან მიმართებაში 41.3% იქნება, მაშინ როდესაც 2015 წელს ეს მაჩვენებელი 41.5% იყო. ხოლო, 2017 წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება და 40.8% იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სუვერენული რეიტინგი საქართველოს Fitch-მა 1 აპრილს მიანიჭა, სადაც ქვეყნის რეიტინგი “BB-” დონით შეაფასა, პროგნოზით „სტაბილური“.

წყარო: GBC