საქართველოში ყველაზე იაფი მედიკამენტები გერმანიიდან შემოდის
აგვისტოში საქართველოში $34.3 მლნ-ის 978 ტონა მედიკამენტები (დაფასოებული) შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 29.2%-ით, ხოლო რაოდენობაში 48.4%-ით მეტია წინა წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აპრილი $26.5 მლნ-ის 659 ტ).
ტოპ5 საიმპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება:
- თურქეთი – $7.6 მლნ-ის 119 ტ (1კგ 63.6 დოლარი).
- რუსეთი – $3.2 მლნი-ს 76 ტ (1კგ 42დოლარი).
- შვეიცარია – $2.7 მლნ-ის 23 ტ (1კგ 117.7 დოლარი).
- უნგრეთი – $2.6 მლნ-ის 30 ტ (1კგ 88.5 დოლარი).
- გერმანია – $2.5 მლნ-ის 122 ტ (1კგ საშუალოდ 21 დოლარი).
სამკურნალო საშუალებების საიმპორტო ფასი აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია 13%-ით. თუ შარშან 1 კგ მედიკამენტის ღირებულება საშუალოდ 40.3 დოლარი იყო, წელს მისი ფასი 35.1 დოლარია.
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში,საქართველოს აფთიაქებში ფასების ცვლილება შემდეგნაირად გადანაწილდა:
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები გაიაფდა 3.7%-ით.
ტკივილგამაყუჩებელი წამლები გაიაფდა 5.9%-ით.
ანტიბიოტიკები გაიაფდა 4%-ით.
ანთების საწინააღმდეგო წამლები გაძვირდა 2.7%-ით.
შპრიცი გაძვირდა 12.6%-ით.