09/05/2024
Latest:
გალერეასაზოგადოება

იტალიის მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულმა კონფედერაცია CNA-მ ოკუპირებულ აფხაზეთთან შეთანხმება გააფორმა

იტალიის მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულმა კონფედერაცია CNA-მ აფხაზურ მხარესთან შეთანხმება გააფორმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამეწარმეო პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება იტალიაში მიმდინარე Fiera del Levante-ს გამოფენის ფარგლებში დაიდო, რომელშიც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წევრებიც მონაწილეობენ.
აფხაზური მხარის ცნობით, კიდევ ერთი შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების სფეროში მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დაიდო მატერას სავაჭრო-სამეწარმეო პალატასა და აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამეწარმეო პალატას შორის.
იტალიურმა მხარემ “სხვადასხვა სფეროში სამეწარმეო წრეებთან კავშირების დასამყარებლად აფხაზეთში ვიზიტის სურვილი გამოთქვა”, – იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამეწარმეო პალატა.

12002430_830494910381135_7232411976488080345_o

11027449_830493967047896_8686056313442212560_o

11064722_830493997047893_4312779097446378966_n

12027336_830494830381143_6010827661932634576_o