სხვა

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ.

„დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების ლიდერების პირველი დებატები CNN-ის ატლანტას სტუდიაში, აუდიტორიის გარეშე ჩატარდება.

დებატების მოდერატორი ჯეიკ ტეპერი და დანა ბაში იქნებიან.

დებატების მეორე რაუნდი ABC-ში 10 სექტემბერს შედგება.

კომენტარის დატოვება