23/05/2024
Latest:
სხვა

” როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც და პარლამენტში იღებენ შესაბამის პროცედურებს“ – ბექა ლილუაშვილი

როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც – – ამის შესახებ პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.“

„ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო შიში, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის კომიტეტზე ანახეს მთელს საზოგადოებას, როგორი დამფრთხალი, როგორი მალვით, როგორი სისწრაფით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“. ეს არის სწორედ იმის შედეგი, გარედან რა მასშტაბის წნეხი აქვთ ამ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს ატყუებენ, მხოლოდ და მხოლოდ თავისი პროპაგანდისტული გზებით ცდილობენ წარმოაჩინონ რაღაც „ფეიკ“ კვლევებით, რომ თითქოს კანონის მიღებას მხარს უჭერს 60%, არ ჰგავს ეს ქმედება 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას. პირიქით, ამ ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოცლილი აქვს, ის ცდილობს საკუთარ თავს დაუმტკიცოს რა მაგარი ხელისუფლებაა, ისიც არა ომახიანად, არამედ მალულად. როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც და პარლამენტში იღებენ შესაბამის პროცედურებს“,– განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარის დატოვება