ეკონომიკა

კახა კალაძე: “გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო თანხები მოძიებულია”

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, „სოკარს“ დიდი ინეტერესი აქვს, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს.


აღნიშნულ პროექტში „სოკარის“ წილობრივი და ფინანსური წილი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ – გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო თანხები მოძიებულია ნავთობის და გაზის კორპორაციისგან. ჩვენ ვართ პრიორიტეტულ მდგომარეობაში, რადგან წელს გვინდა დავიწყოთ გაზსაცავის მშენებლობა და 2018-2019 წელებში თუ რამე ცუდი არ მოხდა, დარწმუნებული ვართ, რომ „შაჰდენიზის‬“ მეორე ფაზა შემოვა უკვე ექსპლუატაციაში და გვექნება უკვე დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობა, რაც ჩვენ ქვეყანას პრირიტეტულ მდგომარეობაში აყენებს.
„სოკარს“ ძალიან დიდი ინტერესი აქვს მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ჩვენ დეტალურად გვეცოდინება მათი წილობრივი და ფინანსური მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში“,

– განაცხადა კალაძემ.