03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

კახა კალაძე: საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია თურქეთსა და ევროპაში უნდა გავიტანოთ

“ენერგეტიკა რომ ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა და მისი განვითარების რესურსია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. არაერთხელ მითქვამს, რომ წარმოუდგენელია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითრება, თუ ჩვენ ენერგეტიკის თვალსაზრისით არ განვვითარდით და არ გავხდით დამოუკიდებელი”, – ამის შესახებ, ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ბიოგრაფიული ენციკლოპედიის “საქართველოს ენერგეტიკოსები” მეორე გამოცემის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“ბოლო 3 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სექტორში, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციედლება. სამომავლოდ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ, საქართველო გახდეს ენერეგეტიკის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყნა და არ ვიყოთ დამოკიდებული, როგორც დღეს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე.

თქვენ იცით, რომ ზამთრის პერიოდში, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტ ელექეტროენერგიას მოვიხმართ, მისი შემოტანა მეზობელი ქვეყნიდან გვიწევს, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებას. რაც მთავარია, ეს აისახება ჩვენი მოქალაქის ჯიბეზე, რადგან გვიწევს მეტის გადახდა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი შიდა მოხმარებისთვის, საკმარისი ელექტროენერგია გვქონდეს და მეტიც, ჩვენ გვაქვს შანსი ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა. უნდა მოვახერხოთ, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა თურქეთსა და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში”, – განაცახდა კალაძემ.