06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მანდარინის სუბსიდირება ბიუჯეტს 2 მილიონი ლარი დაუჯდება

კომპანიაზე, რომელიც 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს შეისყიდის არანაკლებ 20 თეთრად, გაიცემა სუბსიდია 10თეთრის ოდენობით,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტი დღეს მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხს განიხილავს.

„აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონში ვგეგმავთ მანდარინის სუბსიდირების საკითხის გადაწყვეტას, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ. ჯამში 2 000 000 ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოყოფს მთავრობა,“–აღნიშნა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განმარტებით, არასტანდარტულ მანდარინზე შენარჩუნებულია შარშანდელი მიდგომა და წელსაც იქნება 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია.

„შარშანდელისგან განსხვავებით, წელს დაემატა სიმძლავრეები,როგორც შეფუთვისა და გადამუშავების, ისე კონცენტრატის წარმოების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგისთვის. ასევე გაიზარდა მოსავალი, გვაქვს 30–40%–ით მეტი მოსავალი, თუმცა მოთხოვნა დიდია. ექსპორტის მოთხოვნა არის 30–35 ათასი ტონის.ასევე აღსანიშნავია ხარისხი გადამუშავების, ასევე შეფუთვის, რომელიც აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტებს უტოლდება,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.