მსოფლიო

The National Interest: პოლონეთი ევროკავშირის ერთიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს

პოლონეთის არადემოკრატიული პოლიტიკა ევროკავშირის ერთიანობისთვის იმაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ალიანსიდან წასვლა

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2015 წელს პოლონეთმა იმხელა გავლენა მოახდინა ევროკავშირზე, როგორიც ევროკავშირის არსებობის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, ვარშავამ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა და ეკონომიკა გააუმჯობესა, რის შედეგადაც ევროკავშირის მოლაპარაკებების მაგიდასთან დამსახურებული ადგილი დაიკავა.

2014 წელს ევროკავშირის ლიდერებმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელად პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი დანიშნეს. ამგვარად, პოლონეთი “პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის კუნძულად” იქცა და მას დანარჩენი ქვეყნები ისე უგდებდნენ ყურს, როგორც არასდროს.

სიტუაცია კი მას მერე შეიცვალა, რაც ხელისუფლებაში პოლონეთის მემარჯვენე პარტიის “უფლება და სამართლიანობის” ხელმძღვანელი იაროსლავ კაჩინსკი მოვიდა. მას მერე, რაც პოლონეთმა ცვლილებები შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და უარი თქვა მიგრაციის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებში თანამშრომლობაში, გერმანიასთან ურთიერთობა გააფუჭა და აგრეთვე საიმედო ევროპელი პარტნიორის რეპუტაციაც დაკარგა. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, პოლონეთის წარმატება და დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აღნიშნავს გამომცემლობა.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]