09/05/2024
Latest:
ეკონომიკა

პრემიერი წელს 3.4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ელოდება

მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ვფიქრობთ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას,რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკურიზრდის პროგნოზის გაზრდას.

პრემიერის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 3%-მდე ეკონომიკურიზრდის პროგნოზი გადააფასა და 3,4%-მდე აწია.

„მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ზრდა წლისბოლომდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებსვახორციელებთ, როგორც ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, ასევემთლიანად ვცვლით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისდა სხვა პროექტების მენეჯმენტის სტრატეგიას. ვფიქრობთ, როგორცაღსრულების მექანიზმების დახვეწის კუთხით, ისე საერთაშორისომასშტაბით საქართველოს იმიჯის გაუმჯობესების მიმართულებითჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად და იმ სტაბილურობით,რომლითაც საქართველო გამოირჩევა, განსაკუთრებით ბოლო წლებისგანმავლობაში, ვფიქრობ, შევძლებთ, კიდევ უფრო ავწიოთ ზრდისმაჩვენებელი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.