რა ქონებით დატოვა თანამდებობა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემთანამდებობა 96 421 ლარით, 50437 დოლარით, მიწის ნაკვეთითა და მსუბუქი ავტომანქანით დატოვა.
ამის შესახებ გიორგი ქადაგიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 24 აპრილს შეავსო.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ქადაგიძე ფლობს მიწის ნაკვეთს ბორჯომის რაიონის, დაბა ბაკურიანში, “დიდველის” ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 3720.00 კვ.მ-ია. ასევე, 2001 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა NISSAN X-TRAIL-ს.
რაც შეეხება ქადაგიძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, თანამდებობის დატოვების მომენტში, მის ანგარიშებზე 96 421 ლარი და 50437 დოლარი იყო.
კერძოდ, “ლიბერთი ბანკის” სმარტივი ანგარიშზე 571.00 ლარი; ამავე ბანკის შემნახველ ანგარიშზე 28650.00 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე 437.00 დოლარი (დებეტი(-);მსოფლიო ბანკის საკრედიტო კავშირის შემნახველ ანგარიშზე 50000.00 დოლარი; “ბაზის ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 7200.00 ლარი; ხოლო “საქართველოს ბანკის” დეპოზიტზე 60000.00 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს, თამარჟორჟოლიანს კი, “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 728.23 ლარი ერიცხებოდა.
რაც შეეხება ოჯახის ერთი წლის შემოსავალს, რომელიც მათ 2015 წელს მიიღეს, დეკლარაციის მიხედვით ასე გამოიყურება:
გიორგი ქადაგიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან 150000.00ლარი; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან 78000.00 ლარი; ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობისთვის 8572.00 ლარი მიიღო; რაც საერთო ჯამში 236 572 ლარია.
მისმა მეუღლემ თამარ ჟორჟოლიანმა კი, რეფერალური დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 1072.00 ლარი მიიღო; ხოლო სამედიცინო კვლევის ორგანიზაცია – პიესაი კლინიკური კვლევის მონიტორის თანამდებობიდან კი, 17580.00 დოლარი მიიღო.
რაც შეეხება გიორგი ქადაგიძის წინა წლების შემოსავლებს, 2014 წელს, მისი შემოსავალი 228 984ლარი იყო; 2013 წელს – 195 000 ლარი; 2012 წელს – 192 000 ლარი; 2011 წელს – 152 937 ლარი;2010 წელს – 197 400 ლარი; 2009 წელს – 163391.97 ლარი; ხოლო 2008 წელს – 101 259 ლარი.
2016 წელს, ოჯახის გასავალი მხოლოდ შვილების სწავლისთვის გადახდილი 6750 ლარია, რომელიც მათ ნიუტონის სკოლას ჩაურიცხეს.
ცნობისთვის, ქადაგიძემ თანამდებობა 2016 წლის 25 თებერვალს, ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.