06/05/2024
Latest:
მსოფლიო

Samsung-ი Galaxy Note 7 -ის ბაზრიდან გაწვევით $22 მილიარდით გაიაფდა

Galaxy Note 7–ის სმარტფონებში ბატარეის პრობლემების გამო, Samsung Electronics-ის აქციები 10%-ზე მეტად გაიაფდა.

Reuters-ი ანალიტიკოსების შეფასებაზე დაყრდნობით წერს, რომ  კომპანიის იმიჯისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 211  მლრდ აშშ დოლარს მიაღწიოს.

Samsung -ის აქციების ფასზე 8 სექტემბერს დაწყებული ვარდნა კი, გრძელდება. 12 სექტემბერს კორეის საფონდო ბირჟაზე 1 აქციის ფასი 1,465 მლნ კორეული ვონი იყო, ბოლო დღეების ვარდნა 10,6%-ია.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ  ბოლო 2 სავაჭრო სესიაზე აქციების გაიაფებამ Samsung Electronics-ის კაპიტალიზაცია 22 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა და ახლა 226,375 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, კომპანიამ უკვე გაიწვია ბაზრიდან ახალი ფლაგმანური სმარტფონი და ხარვეზის სწრაფად გამოსწორების პირობა დადო.

წყარო: GBC