23/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოში ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დაყენება იგეგმება

საქართველოში “ჭკვიანი მრიცხველების” დაყენება იგეგმება. ამის შესახებ, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მაია მახარაშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, “ჭკვიანი მრიცხველები” გულისხმობს მომხმარებლის ინფორმირებას მის მიერ გამოყენებული ენერგიისა თუ ელექტროენერგიის მიმწოდებლის შესახებ.

“მრიცხველი ასევე შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს იცოდეს და აკონტროლოს რამდენ საათში და რამდენს მოიხმარს, რა საგანი რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს და ა.შ.”, – აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

მახარაშვილმა ვერ დააკონკრეტა, როდიდან გამოჩნდება “ჭკვიანი მრიცხველები” ქვეყანაში, თუმცა აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი.

“ჭკვიანი მრიცხველები” ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობა მიზანშეწონილი არ იქნება,” – აღნიშნა მახარაშვილმა.

წყარო: allnews.ge