03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოში თურქული და აზერბაიჯანული ინვესტიციები გაორმაგდა

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. 2015 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია, – 2014 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან 78 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 59 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საქართველოს მეორე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 68 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მესამე ადგილზე თურქეთია. აღსანიშნავია რომ თურქეთიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ბოლო სამი წლის მაქსიმუმზეა და მან 41 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე გაორმაგებული მაჩვენებელია.