03/05/2024
Latest:
მსოფლიო

„სბერბანკის“ ხელმძღვანელი რუსეთის საბანკო სისტემაში ყველაზე ღრმა კრიზისს ხედავს

რუსული „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა, არსებულ საბანკო კრიზისს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე რთული უწოდა და ბანკირი თვლის, რომ სექტორის გაწმენდას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მასშტაბური საბანკო კრიზისია…, მთლიანობაში სიტუაცია ძალიან მძიმეა და ასეთი 90-იანი წლების დასაწყისიდან არ ყოფილა. ეს პირველი ყველაზე რთული და ხანგრძლივი კრიზისია ბოლო 20 წლის მანძილზე“,

-განუცხადა გრეფმა ჟურნალისტებს.

ბანკები ზარალზე გადიან და ქმნიან უზარმაზარ რეზერვებს პრობლემურ სესხებზე, დაამატა გრეფმა.

თუმცა, რუსეთის ცენტრალური ბანკი, რომელმაც წლის დასწყისიდან ბანკებიდან, მათ შორის მსხვილებიდან, 80-მდე ლიცენზია გამოითხოვა და კიდევ რამდენიმე ათეული ბანკი სანაციაზე გაუშვა, საზედამხედველო სისტემაში კრიზისს ვერ ხედავს.

„კრიზისის ნიშნებს ვერ ვხედავ“,

-განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი სიმანოვსკიმ.

საბანკო სისტემის წმენდის პროცესი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება და ეს არ იქნება მარტივი დრო“,

-თვლის გერმან გრეფი.

მისი პროგნოზით, 2016 წელს, რუსეთის ეკონომიკა 0.5-0.6%-ით შემცირდება, თუმცა მას აქვს შანსი პლიუსზე გავიდეს, თუ ეკონომიკური პოლიტიკის ხარისხი გაიზრდება.

რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელს სჯერა, რომ ბარელი ნავთობის ფასი $50-ზე ზევით იქნება.

agora.ge

[wpolling id=”10″ width=”” height=””]