სხვა

“შეერთებული შტატები და ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ” – ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატები და ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ , –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აგრესია და სიხარბე, ბატონობისა და კონტროლის სურვილი, საზღვრების ძალით შეცვლა – ეს მრავალწლიანია, ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის დაუსრულებელია.

უკრაინელები არაჩვეულებრივი სიმამაცით იბრძვიან, დიდ დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ უკან არასდროს იხევენ. შეერთებული შტატები და ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება. უკრაინის მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. მთელ ევროპას საფრთხე დაემუქრება. ნუ დავუშვებთ შეცდომას, მსოფლიოს ავტოკრატები ყურადღებით აკვირდებიან, რომ ნახონ რა მოხდება უკრაინაში. ნახონ, გავუწევთ თუ არა ამ უკანონო აგრესიას წინააღმდეგობას. ამას ვერ დავუშვებთ. მოძალადეების წინაშე კაპიტულაცია, დიქტატორების წინაშე ქედის მოხრა უბრალოდ წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარის დატოვება