სხვა

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირზე თქვას უარი და შესაბამისად, ეს კანონიც უკავშირდება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი” – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებისგან ირკვევა, რომ ევროკავშირი არ მიგვიღებს იმ შემთხვევაში თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მივიღებთ.

„ქუთაისში გვაქვს შეხვედრა – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირზე თქვას უარი და შესაბამისად, ეს კანონიც უკავშირდება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი, უარი ათქმევინოს ევროკავშირზე და შესაბამისად, ცხადია ჩვენ სხვადასხვა დიდ ქალაქებში ჩავალთ, სადაც შევხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და გვექნება განხილვა თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, რატომ არის შემაფერხებელი ევროკავშირის გზაზე და ამას ხედავს ყველა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებისგან ირკვევა, რომ ევროკავშირი უბრალოდ არ მიგვიღებს იმ შემთხვევაში თუ მივიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც იქნება რუსული, არ იქნება თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე ორიენტირებული.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარის დატოვება