ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულებს ამჯერად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ ტექნიკური უნივერსიტეტიდან წერეთლის უნივერსიტეტამდე მსვლელობა მოაწყვეს.
სტუდენტების განცხადებით, სადავო კანონპროექტს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს.
გაფიცული სტუდენტების თქმით, აუდიტორიებში არ შევლენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.