სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2-ჯერ გაიზარდა
ოფიციალური სტატისტიკით, ამ წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 11,19 მლნ აშშ დოლარის სპირტი და სპირტიანი სასმელები გავიდა, რითაც ის საექსპორტო კალათაში 8 ადგილზეა. მასზე მთელი ექსპორტის 4% მოდის. წინა წლის ამავე პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 5,1 მილიონი იყო და ექსპორტის 1,6% ეკავა.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტი გაზრდილი როგორც რუსეთში ასევე ჩინეთში. კერძოდ, რუსეთში 2 თვეში 1,86 მილიონი აშშ დოლარის სპირტი და სპირტიანი სასმელები გავიდა. (2015 წ, 473,5 ათასი)
ჩინეთში ექსპორტი 7,6-ჯერ არის გაზრდილი, 117,8 ათას აშშ დოლარამდე.
წყარო: Gbc.ge