07/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა – ელექტრო ველოსიპედები გამოჩნდა

დედაქალაქში გადატვირთული საგზაო მოძრაობის ფონზე. ელექტრო ველოსიპედებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანია ebike.ge-ს წარმომადგენელი გიორგი ბუჩუკური რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, ყოველდღიურად დედაქალაქში 400-450 ათასი მანქანა მოძრაობს და გადაადგილება გართულებულია, მათი კომპანია კი მომხმარებელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივას ელექტრო ველოსიპედებს სთავაზობს.

ბუჩუკური ამბობს, რომ ევროპაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში ელექტრო ველოსიპედები აქტიურად გამოიყენება და თბილისშიც კარგი პოტენციალი არსებობს, რადგან მთაგორიანი ადგილია და ელექტრო ფუნქციის გამოყენებით მომხმარებელი უპრობლემოდ მივა დანიშნულების ადგილამდე. მისივე თქმით, ჩვეულებრივი ველოსიპედი 1500-1700 ლარის ფარგლებში ღირს, ევროპული ელექტრო ველოსიპედის ფასი 2500 ევროდან იწყება თუმცა ebike.ge-ს ჩინეთიდან მაღალი ხარისხის პროდუქცია შემოაქვს, რომლის შეძენა 800-900 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში კომპანია პროდუქციას ლიზინგით და განვადებით გაყიდის. გაზაფხულზე კი პროდუქციის უკვე დიდი რაოდენობით შემოტანაა დაგეგმილი. კომპანიაში ამბობენ. რომ ელექტრო ფუნქციით ველოსიპედს 45 კილომეტრის გავლა შეუძლია, შემდეგ კი მისი დატენვაა შესაძლებელი.

წყარო: commersant.ge