08/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ვადასტურებ, ნამდვილად დავტოვე პარტიაც, პარტიული თანამდებობდაც”

ვადასტურებ,  ნამდვილად დავტოვე პარტიაც, პარტიული თანამდებობდაც. ალბათ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს,  თავისი დრო აქვს  და  ვფიქრობ, რომ ახლა დადგა ჩემთვისაც  დრო,  როდესაც ახალ რანგში, ახალ დარგში, ახალი მიმართულებით  უნდაიგავაგრძელო საქმიანობა, რა თქმა უნდა, ქვეყანაზე ზრუნვის თვალსაზრისით,- ასეთის კომენტარი გააკეთა ალექსი პეტრიაშვილმა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” დატოვების მიზეზებზე საუბრისას.

2030-ის კითხვაზე, რჩება, თუა არა ზოგადად პოლიტიკაში ან  აპირებს თუ არა რომელიმე სხვა პარტიასთან თანამშრომლობას, ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხა:

“ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაპირებ ვინმესთან თანამშრომლობას. პარტიაში არავითარ გაუგებრობას არ ქონია ადგილი.  არჩევნების შედეგებმაც, ბუნებრივია, თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დადგა ჩემთვის დრო ,  ახალი მიმართულებით დავიწყო მუშაობა,  არის  შემოთავაზებები, თუმცა ეს არ არის მმართველი პარტიის მხრიდან”,-აღნიშნა ალექსი პატრიაშვილმა.