მსოფლიო

ყველაზე ძვირი ქალაქები – სინგაპური ლიდერია

The Economist-მა ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგის შედგენისას The Economist-ის ექსპერტების მიერ გაანალიზებულ იქნა 160 პროდუქტის ღირებულება 133 ქალაქში და ამის შემდეგდ შედგა მსგავსი რეიტინგი.
The Economist-ს ვერსიით, ყველაზე ძვირიანი ქალაქების „ტოპ-3“ ასეთია: სინგაპური, ციურიხი და ჰონკონგი.
აღსანიშნავია, რომ ეს „შესანიშნავი სამეული“ უკვე მესამე წელია ლიდერობს.
„ტოპ-10“-ში ასევე მოხვდნენ: ჟენევა, პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი, კოპენჰაგენი, სეული და ლოს-ანჟელესი. რაც შეეხება ყველაზე იაფი ქალაქების ჩამონათვალს, ის ასეთია: მუმბაი, ჩენაი და ნიუ-დელი.
წყარო: Bpi.ge