საზოგადოება

წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონება და კიდევ ერთი სასამართლო პროცესი სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ სასარგებლოდ

დაუბრუნდება თუ არა ყაჩაღობის გზით წართმეული „ღვინის ქარხანა №1“ კანო-ნიერ მესაკუთრეს?!

2016 წლის 6 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში და-ტოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენი, რომლის თანახმად საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ ყოფილი დირექტორები თეიმურაზ კორტავა და ლევან დემეტრაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას (ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომად-გენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპი-რატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და თაღლითო-ბას ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის და-უფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას გულისხმობს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, „2004 წელს სააქციო საზოგადოება „სა-ვანე ღვინის №1 ქარხანაში“ შექმნილი იყო კატასტროფული მდგომარეობა და ყოფილი დირექციის, კერძოდ, ბატონ ლევან დემეტრაძის და თეიმურაზ კორტავას მიერ არამიზ-ნობრივად იყო გაფლანგული ან მითვისებული დაახლოებით 1.5 მილიონი აშშ დოლა-რი, დამატებით ამ თანხის დაახლოებით 350 ათასი აშშ დოლარი“.

სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, ადვოკატ ნანა წულაძის თქმით:

_ აქციონერები სამართლიანობის აღდგენას ხელისუფლების შეცვლის დღიდან ელოდებიან და დღემდე უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ წართმეული ქონება დაიბრუ-ნონ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის საქმეში. გაგვიჩნდა იმედი, რომ „სავანე ღვინის №1 ქარ-ხნის“ საქმე ბოლოს და ბოლოს მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ერთ მშვენიერ დღეს, ყაჩაღობის გზით წართმეული ქარხანა კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პეტრიაშვილის ქუჩა №1-ში მდებარე უძრავი ქო-ნების მითვისებას, რომელიც სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხანას“ ეკუთვნოდა. დღეისთვის კი ეს ქონება წარმოადგენს მიმთვისებლების შპს „კატრის“ და მისი შვილობილი ორგანიზაციების საკუთრებას, რომელსაც დანაშაულის კვალის არევის მიზნით სახელი შეუცვალეს და ახლა შპს „ღვინის №1 ქარხანა“ ეწოდება.

_ აღნიშნული ქონების გადაცემა უკანონოდ, უფრო სწორად, ყაჩაღობის გზით განხორციელდა. ამ ქმედების მონაწილენი კი არა რიგითი ადამიანები, არამედ სამარ-თალდამცავები და ხელისუფლების წარმომადგენლები გახლდნენ.

გამოძალვის საქმეში პირადად იყვნენ ჩართულები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კვარაცხელია, მხილებული მიხეილ უგულავა და საქართველოს ბანკის საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია. ამ ადამიანებმა მთელი რიგი უკანონო ქმედებები განახორციელეს _ უკანონოდ დააპატიმ-რეს და გაიტაცეს ადამიანები, იძულებითი გზით მიიღეს მათგან მოგონილი ჩვენებები, აიძულეს ქონების უსასყიდლოდ გადაფორმება და სხვა. ამ დანაშაულებრივი ქმედებე-ბის შედეგად, „სავანე ღვინის №1 ქარხანამ“ და აქციონერებმა ვერ მიიღეს 3-მილიონი-ანი კომპენსაცია, არ დასაქმდა 1200 ადამიანი, ბიუჯეტმა ვერ მიიღო მილიონობით შე-მოსავალი აქციზის და სხვა გადასახადების სახით, არ განხორციელდა 35-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს მეღვინეობაში, მეღვინეობის ფლაგმანი გაიძარცვა და გა-პარტახდა ღვინის საცავები, გაქურდულია ღვინის მარაგი, მიღებული და მითვისებულ-გაფლანგულია დაახლოებით 13-მილიონიანი სესხი, _ ნათქვამია აქციონერების განცხა-დებაში სააქციო საზოგადოება „ღვინის №1 ქარხანა სავანეს“ აქციონერთა საინიცია-ტივო ჯგუფის საგანგებო განცხადებაში.

როგორც ცნობილია, თავის დროზე ღვინის ქარხანაში მიხეილ სააკაშვილისთვის მარნის მოწყობა იგეგმებოდა. ამჟამად 120 წლის ისტორიულ შენობაში რესტორანია განთავსებული.