სხვა

ZEG 2024 – ამბები ამბის თხრობის ფესტივალიდან

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 3 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი სპიკერი და რამდენიმე ასეული სტუმარი გააერთიანა. 21,22 და 23 ივნისს რამდენიმე  სხვადასხვა სცენაზე მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები გაიმართა.

საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები,  დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობა, რუსული პროპაგანდა, ფილოსოფიის როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა სესიებზე იმსჯელეს.

ფესტივალის თანადამფუძნებელი ქეთი ებანოიძე წლევანდელი ღონისძიების გამორჩეულობაზე საუბრობს:

„პირველად ZEG ფესტივალი 2019  წელს ჩავატარეთ და მას შემდეგ ყოველ წელს მისი მასშტაბი იზრდება. 2020 და 2021 წლებში გვქონდა წყვეტა კოვიდპანდემიის გამო. ეს ფესტივალი დგას ურთიერთობების დამყარებაზე, საინტერესო ადამიანების გაცნობაზე.

შარშან გვყავდა 90- მდე სპიკერი. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროს წარმოადგენ – კინო, ხელოვნება, მუსიკა, ხელოვნური ინტელექტი, მედია – ყველგან საჭიროა ამბის თხრობა.
წელს ფესტივალი მასშტაბურია იმ კუთხით, რომ გვყავს 110 სპიკერი. თემები ძალიან მრავალფეროვანია. ხელოვნური ინტელექტით დაწყებული , გაგრძელებული რუსეთის პროპაგანდით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით. „ –  ქეთი ებანოიძე, ფესტივალის თანადამფუძნებელი.

ZEG-ზე მომხსენებელთა შორის იყვნენ:

მარია რესა, ნობელიის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; ჯონი ჰარისი, Emmy-ს არაერთგზის მფლობელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, The New York Times-ის კონტრიბუტორი და 5 მილიონიანი Youtube-არხის ავტორი, მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ფაგრლებში  ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ  თორ პეკაი და ზიაუდდინ იუსაფზაი –  ნობელის პრემიის ლაურეტი წიგნის „მე ვარ მამალას“ ავტორის – მალალას მშობლები.

ZEG 2024 სუხიშვილების “ხორუმით” დაიხურა.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor’s, SOC, ლიკანი, ეფეს საქართველო, Fabrika, Retain, BOLT.

კომენტარის დატოვება