07/05/2024
Latest:
საზოგადოება

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება

2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:

  • აბიტურიენტები;
  • პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
  • სტუდენტები;
  • მაგისტრანტობის კანდიდატები.

ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა დეტალები დეკემბერში, აპრობაციის დასრულების შემდეგ დაზუსტდება. აპრობაციის მიზანია, იმ ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების პილოტირება, რომლითაც ჩატარდება ეს გამოცდა. შეირჩევა ერთი საგამოცდო ცენტრი რომელიმე საგამოცდო ქალაქში, მოეწყობა საგამოცდო სექტორები და ჩატარდება პროცესის სრული იმიტაცია. მონაწილეები ერთ რომელიმე საგანში გაივლიან გამოცდას, თუმცა ეს არ გულისხმობს რომელიმე საგნის დავალებების ან აბიტურიენტების გამოცდას.

ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. ნოემბრის ბოლოს კომპიუტერზე მორგებული ტესტის ნიმუშები გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge (ნიმუშების განთავსებას ცენტრის ახალი პროექტიც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ეძლევათ საშუალება, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ პირობებში).

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ არის. საატესტატო გამოცდებს სკოლის მოსწავლეები ჩვეულებრივი ფორმატით სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ. ნებისმიერი მცირე ცვლილების შესახებ ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge

[wpolling id=”9″ width=”” height=””]