10/05/2024
Latest:
ეკონომიკა

4 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 8%-ით გაიზარდა

წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 8%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3287 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 608 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2679 მლნ. აშშ დოლარი (14 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2071 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდება.