ბრაზილიაში Facebook -ის ხელმძღვანელი დააპატიმრეს
ბრაზილიაში Facebook-ის ლათინური ამერიკის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, დიეგო დსოდანი დააპატიმრეს.
მას ბრალად ედება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულდებლობა, რომელიც კომპანიას მესინჯერი WhatsApp-ით გადაცემული შეტყობინებების პოლიციისთვის წარდგენას ავალდებულებდა. სამარათალდამცავები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საქმის გამოსაძიებლადაა აუცილებელი.
დეკემბერში ბრაზილიის სასამართლომ დაბლოკა WhatsApp-ი, რადგან აპლიკაციის მფლობელებმა პოლიციასთან არ ითანამშრომლეს. თუმცა ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, სან-პაულოს უმაღლესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.