03/05/2024
Latest:
მსოფლიო

რუსეთში თურქული პროდუქციის შეტანა აიკრძალება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ, რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება გააკრიტიკა.

თურქეთის პრემიერს მიაჩნია, რომ პრიორიტეტი ამ სიტუაციაში დაძაბულობის მოხსნა და სუ-24-ის მსგავსი ინციდენტების აღმოფხვრა უნდა იყოს.

„არამხოლოდ თურქეთს აქვს ეკონომიკური ინტერესები, რუსეთსაც აქვს ეკონომიკური დაინტერესება თურქეთში“,

– განაცხადა აჰმეტ დავითოღლუმ.

მან დაამატა, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან გონიერ მოქმედებებს ელოდება.

ამ კომენტარამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სპეციალური ეკონომიკური ზომების გატარების შესახებ თურქეთის მიმართ. დოკუმენტი ფაქტიურად ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინების თურქული ბიზნესის წინააღმდეგ: აიკრძალება თურქული პროდუქციის შეტანა რუსეთში და თურქი ბიზნესმენების ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე. კონკრეტულ ჩამონათვალს რუსეთის მთავრობა მოამზადებს.