03/05/2024
Latest:
საზოგადოება

აჭარისწყალი ჯორჯია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 135 აბიტურიენტის მომზადებას აფინანსებს

 

ინვესტორის სოციალური პასუხისმგებლობა

 

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია,  უმსხვილესი ენერგოპროექტის – შუახევიჰესის მშენებლობას ახორცილებს მაღალმთიან აჭარაში და თავისი საქმიანობის პარალელურად,  სოციალურ პროექტებით, ხელს უწყობს რეგიონის გრძელვადიან განვითარებას.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე ერთი წელია, რაც შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, ინგლისურ ენაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი მიმდინარეობს.

გაკვეთილები, სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ ხუთ საჯარო სკოლაში ტარდება: ხიჭაურის,  ხულოს, ღურტის, სხალთის, დიდაჭარის. მოსწავლეებს ემსახურებათ კომპანიის მიერ დანიშნული მინიავტობუსები.

პროექტის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ, მოხდა ინგლისური ენის პედაგოგების შერჩევა კონკურსის  წესით. 2015 წლის 13-15 ოქტომბერს ჩატარდა ტესტირება მოსწავლეებისთვის, რის შემდგომაც 135 მოსწავლე 11  სხვა და სხვა ჯგუფში გადანაწილდა.
სასწავლო ცენტრები აღჭურვილია სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით. სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პედაგოგებს კომპიუტერული ტექნიკით. კომპანია რეგულარულად აწარმოებს სწავლების მიმდინარეობის მონიტორინგს.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“   ამჟამად 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში.

 

IMG_5142

IMG_5136

IMG_5135