03/05/2024
Latest:
საზოგადოება

ხვალ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი – ექსპერიმენტორიუმი გაიხსნება

ხვალ, 1 ოქტომბერს,  სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი – „ექსპერიმენტორიუმის“გახსნაზე სტუმრები 80-მდე ინტერაქტიული ექსპონატის დათვალიერების გარდა თხევადი აზოტის ულამაზეს შოუზე დასწრებას და გიროსკოპით ფრენას შეძლებენ.

თბილისში უპრეცედენტო შემეცნებით-გასართობიმუზეუმი მეცნიერული კანონებისა და სამყაროს შესწავლისთვის საუკეთესო ადგილია, რომელიც მოზარდებს ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს გაუჩენს.

ინტერაქტიული ექსპონატების მონახულების გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანმანათლებლო სივრცეში შესაძლებელი იქნება ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში სხვადასხვა სახის ცდის,სემინარისა და ღია გაკვეთილის ჩატარება, მუზეუმის კვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობით. მუზეუმში შესაძლებელია ოჯახური და ჯგუფური ტურების მოწყობაც.

წარმოიდგინეთ ადგილი, რომელიც თანაბრად მიმზიდველი და საინტერესოა სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და ახალგაზრდებისთვის!

მუზეუმი დამთვალიერებლებს ყოველ დღე, დილის 10 სთ-დან საღამოს 8 სთ-მდე მიიღებს.