04/05/2024
Latest:
საზოგადოება

“აფბას“ პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსად წარადგინეს

2015 წლის 18 ნოემბერს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების წარდგენისას, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე წარადგინა, რომლის კანდიდატურაც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ნოდარ ჭიჭინაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ეკონომიკის მაგისტრია. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“, იყო ყოველკვირეული ეკონომიკური გაზეთის, „ბანკები და ფინანსების“ მთავარი რედაქტორი. მან მრავალი ანალიტიკური და სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი გამოაქვეყნა, რაც მის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. „აფბაში“ მუშაობისას, ჯერ ანალიტიკოსის, შემდეგ ვიცე–პრეზიდენტის და „აფბას“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნოდარ ჭიჭინაძე იყო რამდენიმე რეზონანსული პროექტის მენეჯერი.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ პრეზიდენტის მოვალეობას დროებით მისი პირველი მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი, შოთა გულბანი შესასრულებს.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]