04/05/2024
Latest:
საზოგადოება

“თუ სასამართლო დაადგენს, რომ “რუსთავი 2″ მე მეკუთვნის, მაშინ დვალს და აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს”

თუ სასამართლო დაადგენს, რომ “რუსთავი 2” მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100 %-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სასტუმრო “რედისონში” ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებთან დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქიბარ ხალვაშის თქმით, მისი მიზანია არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის დაბრუნება, არამედ სამართლიანობის დაბრუნება.

“მე პირველი დღიდანვე განვაცხადე, რომ ეს არ არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. ამ შემთხვევაში მე მინდა სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისათვის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდა. ეს ეხება არა მარტო “რუსთავი 2”-ს, არამედ ყველა სხვა პირად საკუთრებას, რომელიც დაიკარგა და ჩამოართვეს.
ჩვენი ბრძოლის პირველი დღიდან დაწყებული განვაცხადეთ, რომ ჩვენი კომპანია იქნება პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. მე ეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გავითვალისწინე, რომ ხალხს უნდოდა სამართლიანი ყოფილიყო. თუ სასამართლო დაადგენს რომ “რუსთავი 2″ მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს”,

– განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, ის ტელეკომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ საქმიანობას პროფესიონალები წარმართავენ.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]