09/05/2024
Latest:
საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენი სურვილია, მათ ვინც უმაღლეს სასწავლებელში არ აბარებს მე-12 კლასი მოეხსნას

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აცხადებს, რომ სურვილი აქვს მეთორმეტე კლასი მოიხსნას მათთვის ვინც უმაღლეს სასწავლებელში არ აბარებს.

“მეთორმეტე კლასი რჩება, ჩვენთან მოთხოვნაა ბოლონიის პროცესის, რომ უმაღლესში ვინც მიდის იმათ უნდა ჰქონდეთ 12 წელი ნასწავლი აუცილებლად, თუმცა ჩვენი სურვილია, ვინც არ მიდის უმაღლესში მათთვის ეს მეთორმეტე კლასი აღარ იყოს. 

ჩვენ ვაპირებთ რომ პროფესიულის პოპულარობა გავზარდოთ, უამრავი ბავშვი წავა პროფესიულში მე გაძლევთ ამის პირობას”, – განაცხადა ჯეჯელავამ. 

წყარო: აიპრესი