01/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება ამიერკავკასიაში, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. პირველ ეტაპზე 10 ელექტროავტობუსის შესაძენად დაფინანსებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. სესხის თაობაზე ბათუმის მერიამ მთავრობისგან თანხმობა უკვე მიიღო. ერთი ელექტროავტობუსის სავარაუდო ღირებულება 250 ათას დოლარს აღწევს.

გარდა ელექტროავტობუსებისა, ბათუმის მუნიციპალიტეტი ასევე დიზელზე მომუშავზე, ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსებსაც შეიძენს.

”ვფიქრობდით იმაზეც, გაზზე მომუშავე ავტობუსები გვეყიდა თუ არა, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭეთ დიზელს და ელექტროტრანსპორტს. ბათუმი პირველი ქალაქი იქნება ამიერკავკასიაში, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებენ”- განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება , რის შემდეგაც გამოცხადდება ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი .