06/05/2024
Latest:
მსოფლიო

Amazon–მა YouTube–ის ანალოგი ჩაუშვა

ამერიკულმა კომპანია Amazon–მა საკუთარი ვიდეოსერვისი Video Direct–ი აამოქმედა, რომელსაც მედიამ უკვე უწოდა „YouTube–ის ანალოგი.“ ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal–ი ავრცელებს.

Video Direct–ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ სერვისზე საკუთარი კონტენტი ატვირთონ და, საკუთარი სურვილისამებრ, მასზე სხვა მომხმარებლებს უფასო ან ფასიანი წვდომის შესაძლებლობა მისცენ

ფასიანი ვიდეორგოლების ნახვა პრემიალური ექაუნტის მფლობელებს შეეძლებათ. უფასო რგოლები კი რეკლამის ხარჯზე იქნება მონეტიზირებული.

უფასო ვიდეორგოლის ამტვირთავები რეკლამიდან მიღებული შემოსავლის 55%–ს მიიღებენ. ფასიანი რგოლების ავტორებს კი კომპანია გადაუხდის 0,15 დოლარს ერთსაათიანი ჩვენებისთვის აშშ–ში და 0,06 დოლარს სხვა ქვეყნებში ტრანსლირებისთვის. მიღებული თანხის ნახევარს Amazon–ი თავად დაიტოვებს.

ყველა რგოლი ცენზურას დაექვემდებარება – ექსტრემალურ და პორნოგრაფიულ რგოლებს  სერვისის ადმინისტრაცია ამოიღებს.

წყარო: კომერსანტი