04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს სახელმწიფო 100 ათას ლარს გამოუყოფს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილ ყულჯანაშვილის ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციის სახით 100 ათას ლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ფინანსთა მინისტრს შესაბამისი საკითხის მომზადება დაავალა.

“ქალბატონო თინა, მინდა გთხოვოთ, რომ დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ორგანიზება თქვენ გააკეთოთ. ასევე, მინდა ფინანსთა სამინისტროს დავავალო, რომ უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფა ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით. ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას”,

– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.