27/04/2024
Latest:
საზოგადოება

მეცნიერებმა უჩინმაჩინის მოსასხამი შექმნეს

მეცნიერებმა უჩინმაჩინის მოსასხამი შექმნეს. “University of California, Berkeley-ის” მკვლევარებმა პატარა ნივთი ულტრა-თხელი მოსასხამის გადაფარებით “გააქრეს”. მოსასხამის სისქე 80 ნანომეტრია. ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა თავიანთი ტექნიკით მიაღწიეს ამ ილუზიას. აქამდე, უხილავობის ილუზიის შექმნას მეცნიერები შედარებით მოუხერხებელი დიზაინის მქონე გამოგონებებით ახერხებდნენ. ეს მოსასხამი კი უთხელესია და შეუძლია მჭიდროდ შემოერტყას ნებისმიერ ნივთს და ყოველმხრივ დაფაროს და დაიცვას ოპტიკური დეტექტორისგან.მოსასხამი შედგება თხელი, ოქროს აგურით ფორმის, “ნანოანტენებით”, რომელიც უზრუნველყოფს სინათლის ტალღების გადამისამართებას ნივთიდან, რომელსაც ის ფარავს. მოსასხამი 2D-ს წარმოადგენს, ამიტომ მას შეუძლია 3D საგნების დაფარვა.კვლევა “JournalScience-ში” გამოქვეყნდა სათაურით “სინათლისათვის შეუმჩნეველი ულტრა-თხელი უხილავი მოსასხამი”. ამ მოკლემეტრაჟიან ვიდეოში, რომელიც ბერკლის უნივერსიტეტის ლაბორატორიიდან ატვირთეს, ვხედავთ, რომ გააქტიურებულ მოსასხამს შეუძლია ნივთის დაფარვა და მისი უხილავად ქცევა.

 

 

Wom.ge