03/05/2024
Latest:
მსოფლიო

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

აზერბაიჯანში, ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ხორციელდება რიგი პროექტები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ნატიგ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში, აზერბაიჯანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს.

” – თითოეულ ქვეყანას, ენერგორესურსების გამოყენებისათვის უნდა ჰქონდეს საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა. აზერბაიჯანი, ტრადიციულად ნავთობისა და გაზის მწარმოებელია. 100 წლის წინაც აზერბაიჯანი მოიპოვებდა ნავთობს მექნიკური საშუალებებით და ახლაც, ქვეყანას აქვს საკმარისი რეზერვები, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა მრავალი წლების განმავლობაში”, – განაცხადა ალიევმა.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანს აქვს ყველა ბუნებრივი პირობები ალტერნატიული ენერგიის საწარმოებლად.

აზერბაიჯანში, ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის წყაროების ჯამური პოტენციალი 12 000 მგვტ-ს აღემატება.

ამ სფეროში, ქვეყანას ყველაზე დიდი პოტენციალი მზის ენერგეტიკის მიმართულებით გააჩნია და ეს პოტენციალი 5000 მგვტ-ით არის შეფასებული.

ქარის ენერგიის პოტენციალი შეფასებულია 4500 მგვტ-ით. ბიომასა – 1500 მგვტ, გეოთერმული ენერგია – 800 მგვტ, ხოლო აზერბაიჯანის მცირე ჰიდროპოტეციალი 350 მგვტ-ს შეადგენს.

წყარო: ენერგოპლატფორმა