04/05/2024
Latest:
მსოფლიო

ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები

ჟურნალ Forbes-ის ცნობით კლივლენდ “კავალიერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ოთხ გზის MVP-მ გასულ სეზონში 71 მილიონი გამოიმუშავა, პარკეტს გარეთ კი ორჯერ მეტი.

ოკლაჰომა “სითის” ფორვარდის კევინ დურანტის შემოსავალი 56,2 მილიონი გახლდათ, რაც Forbes-ის სიაში მე-2 ადგილს ნიშნავდა. ბრაინტის შემოსავალი, რომელმაც პრაქტიკულად სრულად გამოტოვა სეზონი 50 მილიონი მიიღო.

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეული

1. ლებრონ ჯეიმსი («კლივლენდი») – 71 მილიონი
2. კევინ დურანტი («ოკლაჰომა-სითი») – 56,2 მილიონი
3. კობი ბრაიანტი («ლეიკერსი») – 50,0 მილიონი
4. დერიკ როუზი («ჩიკაგო») – 34,1 მილიონი
5. ჯეიმს ჰარდენი («ჰიუსტონი») – 32,8 მილიონი
6. დუეინ უეიდი («მაიამი») – 32,0 მილიონი
7. კარმელო ენტონი («ნიუ-იორკი») – 30,9 მილიონი
8. კრის პოლი («კლიპერსი») – 30,0 მილიონი
9. დუაით ჰოვარდი («ჰიუსტონი») – 27,4 მილიონი
10. ბლეიქ გრიფინი («კლიპერსი») – 26,9 მილიონი