08/05/2024
Latest:
რეიტინგისაზოგადოება

„ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვაში საუკეთესო სუპერმარკეტების ქსელი ,,კარფურია“

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საქართველოში საუკეთესო სუპერმარკეტების ქსელი ,,კარფურია“. გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge-ზე მიმდინარეობდა 1264-მმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.

გამოკითხულთა 23%-ის (288 ხმა) აზრით, საქართველოში არსებულ სუპერმარკეტების ქსელებს შორის საუკეთესო ,,კარფურია“. გამოკითხვაში მეორე ადგილზე ,,ნიკორას და ნუგეშის“ ქსელი გავიდა, რომელიც ახლახანს გაერთიანდა და  საუკეთესოდ გამოკითხულთა 21%-მა (262 ხმა) შეაფასა.

სუპერმარკეტი ხმების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა
გუდვილი 177 14%
სპარი 18 1%
კარფური 288 23%
ნიკორა, ნუგეში 262 21%
ორი ნაბიჯი 78 6%
ფრესკო 158 13%
სმარტი 126 10%
ფუდმარტი, იოლი 23 2%
ფურშეტი 50 4%
სხვა 85 7%

გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო 9 ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი. საუკეთესო სუპერმარკეტების სამეულში მოხვდა ,,გუდვილი“ 14% (177 ხმა).

საუკეთესო სუპერმარკეტების ქსელის გამოსავლენად, www.bfm.ge-ის გამოკითხვაში, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: ,,ფრესკო“ 13% (158 ხმა), ,,სმარტი“ 10% (126 ხმა), ,,ორი ნაბიჯი“ 6% (77 ხმა), ,,ფურშეტი“ 4% (50 ხმა), ,ფუდმარტი და იოლი“, რომლებსაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ 2% (23 ხმა), ,,სპარი“ 1% (18 ხმა), სხვა 7% (85 ხმა).