23/05/2024
Latest:
სხვა

თურქეთში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტისთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს

თურქეთში სამართალდამცავებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის განმარტებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები ქვეყნის ექვს პროვინციაში – ადანის, აიდინის, ჩორუმის, გაზიანთეპის, კაისერისა და მერსინის პროვინციებში – ჩატარდა, სადაც 38 ეჭვმიტანილი დააკავეს და დიდი რაოდენობით ციფრული, უცხოური ვალუტა და თურქული ლირა ამოიღეს.

კომენტარის დატოვება