04/05/2024
Latest:
მსოფლიო

ბულგარეთის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ევროკავშირი 600 მილიონს გამოყოფს

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპული საინვესტიციო ფონდიდან ბულგარეთის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 600 მლნ ევრო გამოიყოფა. სახსრების გამოყოფა ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შემუშავებული SME (მცირე და საშუალო ბიზნესი) ინიციატივის ფარგლებში ხდება.

SME ინიციატივა არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის ევროპის ინიციატივის ფონდის პროგრამების  განვითარებაში და ინვესტიციური გეგმის საქმიანობაში.  SME-ს ინიციატივას არ სჭირდება თანადაფინანსება ეროვნული და რეგიონალური რესურსებიდან. ეს არის ყველზე დიდი შანსი ბულგარეთში სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდისთვის“განაცხადა რეგიონალური პოლიტიკის კომისარმა კორინა კრეტუმ.  

ევროპული საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი გილიბერტანდმა  და ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრმა ბოჯიდარ ლუკარკიმ  დაფინანსების შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს მოაწერეს.

პროგრამის ფარგლებში ბიზნესებს გზა გაეხსნებათ ევროკავშირის სხვა ბიზნეს-პროგრამებისაკენ.

SME-ის პროგროგრამა ბულგარეთისთვის 2015 წელს იქნა მიღებული. თავიდან დაფინანსება 102 მლნ ევროს ოდენობით ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდმა იკისრა. დღემდე, ამ პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ მალტას და საბერძნეთს აქვს მიღებული.

წყარო: Euronews.ge