18/05/2024
Latest:
მსოფლიო

ელექტრონულ სიგარეტზე გადასახადის გაზრდა იგეგმება

ევროკავშირი ისევე აპირებს დაბეგროს ელექტრონული სიგარეტები, როგორც ეს სხვა თამბაქოს პროდუქტებისთვის არის დადგენილი. ამჟამად, ევროკავშირში ე.წ. ელექტრო სიგარეტები 20%-იანი დაბეგვრის ზონაშია მოქცეული. იმ შემთხვევაში თუ ეს პროდუქტი მოხვდება სხვა თამბაქოს პროდუქტების კლასიფიკაციაში, მისი დაბეგვრის ზონა 57%-მდე აიწევს. Financial Times-ის ცნობით, ევროკომისიაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია. გამოცემის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტი ემყარება “თანაბარი ფისკალური მოპყრობის” პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნიკოტინის შემცველი პროდუქცია ერთიანი საგადასახადო ზომებით უნდა იბეგრებოდეს.

2015 წლის აგვისტოს ინგლისის ჯანდაცვის სააგენტოს კვლევის მიხედვით ელექტრონული სიგარეტი 1. 95%-ით უფრო უსაფრთხოა, 2. მოსახლეობის 45%-მა არ იცის ამის შესახებ და 3. ის არ იწვევს გადამდებ ეფექტს არამწეველებსა და მოზარდებზე. სააგენტოს დირექტორი, პროფესორი კევინ ფენტონი აცხადებს, რომ “მოწევა ბრიტანეთში სიკვდილიანობის პირველი გამომწვევი მაჩვენებელია. მართალია, ელექტრონული სიგარეტი მთლად უსაფრთხო არ არის, მაგრამ ის იმ საფრთხის მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც ჩვეულებრივი სიგარეტი შეიცავს”, წერს გამოცემა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

წყარო: euronews.ge